მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სფეროში ცნობილი ბრიტანელი სპეციალისტი ჯული პილკინგტონი თბილისში არსებული განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალისთვის ტრენინგებს ატარებს. კურსის თემაა „სასტუმროს მომსახურების უნარ-ჩვევები.“
ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა სასტუმროების 100-ზე მეტ წარმომადგენელს გადამზადება უტარდება. 5 დღიანი სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს: სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები, კომუნიკაცია სასტუმროს დეპარტამენტებს შორის,მომსახურების ხარისხი და ა.შ.