ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობა ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების წარმოების, საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვის, ტურიზმის სფროში საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების დასაქართველოს ტურისტული დესტინაციების ციფრული მედიით მსოფლიოში პოპულარიზაციას გულისხმობს.
პროექტ #SHAREGEORGIA-ს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემდეგ, საქართველოს ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთვება. ,,გახდი საქართველოს ციფრული ელჩი’’ მოწოდებაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში გაჟღერდა და ქვეყნის გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სანახაობების ციფრულ მედიაში პოპულარიზაციას გულისხმობს.
SHAREGEORGIA-ს კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს.საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა სოციალური მედიის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გააზიაროს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან შექმნას საკუთარი ჰეშთეგით #SHAREGEORGIA
პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, სოციალური მედიის მომხმარებლების გარდა, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.