ტალებ რიფაი,,საქართველოში ტურისტების ფენომენალური ზრდა ფიქსირდება”
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მასშტაბური ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს.
ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას – „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“- 300 მდე დელეგატი ესწრება მათ შორისაა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი. კონფერენციის ოფიციალურ გახნსამდე ერთი დღით ადრე შეხვედრა უკვე გამართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბარში კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
“ეს არის მე-3 საერთაშორისო სამთო ტურიზმის კონფერენცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქართველოში ტარდება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია მთებით და სამთოკურორტებით, ამ კონფერენციის გამართვა კიდევ ერთხელ ხაზსუსვავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება სეზონის გახანგძლივების მიზნით.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დიდი ხანია საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში სამთო ტურიზმის განვითარებას. სამთო ტურიზმი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშა, ტურიზმის ბაზარზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა, ცდილობს ინდუსტრიის განვითარებას, რომ სამთოკურორტების სეზონი გახანგძლივდეს არამხოლოდ 3 ან 4 თვით, არამდე მთელი წლით.
ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების მოწმენი გახდნენ საქართველოში.
პირველი ეს არის ტურიზმის ფენომენალური ზრდა საქართველოში. ეს ზრდა ნამდვილად გამორჩეულია ბოლო 2 წელიწადში. 6.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს გასულ წელს, რაც შთამბეჭდავია. მე-2 მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ წლევანდელი წელი გამოცხადებულია ტურიზმის მდგრადი განვითარების წლად და ეს ღონისძიება, რომელიც ტურიზმის მდგრად განვითარებას უკავშირდება და ზრუნავს როგორც საზოგადოებაზე, ასევე გარემოზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიზეზების გამო მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და აქედან მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია.“- განაცხადა ტალებ რიფაიმ.
„2015 წლის დასაწყისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ჩვენი ვიზიტისას საქართველომ ორი მნიშვნელოვანი კონფერენციის გამართვის უფლება მოიპოვა. 2016 წელს გავმართეთ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, 2017 წელს კი ვატარებთ მთის კურორტების განვითარების კონფერენციას. ორივე ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ღვინის სამშობლო, მეორე მხრივ კი ქვეყანა სადაც ძალიან განვითარებულია ტურიზმი და მთის კურორტები. -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.