ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 ქართული ორგანიზაცია გაეროს მსოფილიო ტურიზმის ორგანიზაციის გლობალური ეთიკის კოდექს შეუერთდა. ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართა. ეთიკის კოდექის ხელმოწერას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ეთიკის კოდექსის ხელმოწერა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კერძო სექტორის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას თავიანთ საქმიანობაში დაიცვან ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვითი ასპექტები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას.