ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „სეუ“-ს უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. 50-მდე სტუდენტმა 2 თვის განმავლობაში ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის მიმართულებით სტაჟირება გაიარეს. კურსების დასრულების შემდეგ მათი ნაწილი დასაქმდა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტიში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

https://www.youtube.com/watch?v=cg2mQjOF9VA