ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტთან ერთად კახეთის პილიგრიმული მარშრუტი მოინახულა. გიორგი ჩოგოვაძემ და მიტროპოლიტმა დავითმა უჯარმის ციხე-ქალაქი და ეკლესია, შუამთის, იყალთოს და ალავერდის მონასტერი დაათვალიერეს. აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეპარქიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომელიც პილიგირიმული ტურიზმის განვითარებასაც გულისხმობს. გიორგი ჩოგოვაძემ და მიტროპოლიტმა დავითმა პილიგრიმული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რელიგიური ტურიზმის განვითარებას გეგმავს და ამ მიზნით პილიგრიმულ კატალოგზე მუშაობს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს. კატალოგის საშუალებით მოგზაურები და დაინტერესებული პირები კულტურული ძეგლების, საეკლესიო არქიტექტურის, ფრესკული მხატვრობის, სიწმინდეებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.