საქველმოქმედო მარათონი სტეფანწმინდაში
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად დაბა სტეფანწმინდაში, რიგით მეექვსე საქველმოქმედო „ყაზბეგის მარათონი“ გაიმართა. შეჯიბრი ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრ სიმაღლეზე სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებზე მოეწყო. მარათონში მსოფლიოს 25-მდე ქვეყნიდან 300-მდე მორბენალი მონაწილეობა. მარათონში მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები (აშშ-სა და იაპონიის საელჩოები და გაერო ევროკავშრისმონიტორინგის მისია). შეჯიბრი 4 დისტანციაზე გაიმართა. მარათონის ორგანიზატორია ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“ და მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მცხეთა- მთიანეთის გუბერნია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მარათონის დაწყების წინ მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მიესალმა:
„ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება მსგავსი ტიპის სოციალური პროექტების განხორციელებას, ვფიქრობთ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პირველ რიგში იმიტომ, რომ თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება, ასევე ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაა, თუმცა გარდა სოციალური ასპექტებისა, ,,ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ არის ბრენდი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან საქართველოში და ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ჩვენის მხრივ მხარს ვუჭერთ პროექტს, აუცილებლად ვაპირებთ მომავალშიც თანამშრომლობას, ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ყაზბეგიმარათონის’ არსებობის შესახებ, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ასევე შიგნით , რაც პროექტის მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის. „ -აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.