ოზურგეთთან ახლოს, მდინარე ბჟუჟზე გამართულ ექსტრემალურ შეჯიბრში 11 ქვეყნის 53 სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რუსეთიდან პრესტური მოაწყო. „AURA FILMS“ -ის ჯგუფის წევრებმა კაიაკინგის შეჯიბრის შესახებ კლიპი გადაიღეს. ვიდეორგოლს მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სანიჩბოსნო გამოფენაზე – Paddle Expo, ასევე სანიჩბოსნო და საინფორმაციო ვებგვერდებზე იხილავენ. ( Kayak Session Magazine, Kayak Session TV, Canoe & Kayak Magazine, )
კაიაკინგის პირველი საერთაშორისო ტურნირი “BZHUZHA RACE” საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირის თანაორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი კაიაკერების ჯგუფი Two Blades Adventures – რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშია და წარმოადგენს Adidas Outdoor -ს.
საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ოზურგეთის თეატრთან ფლეშ-მობი მოეწყო. შეჯიბრის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ბჟუჟის ხეობაში უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისათვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.