ზაფხულის სეზონს კურორტი ურეკი ახალი დასუფთავების მანქანებით ხვდება. ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 3 ახალი თანამედროვე ნაგავმზიდი ემსახურება. სპეცტექნიკის გამოყენებით, ქვიშის პლაჟზე, 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შესაძლებელი. ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე სუფთავდება. ახალი ტექნიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად გამოსცადეს.