საქართველოს დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე „ATM 2016“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე „ATM 2016“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, Travel Shop, Georgian Travel Group, Liberty Georgia Destination Management, Visit Georgia, Mimino travel, Travel destination, Levon travel, BTL, Concord Travel, Info-Tbilisi, Marco Polo, Caucasus Travel, SilkWay Travel, Future Travel, Discover Georgia, Borjomi Palace, Grata, Citysightseeing, Georgian Discovery tours, Forty Travel, Voyager და Exotour. დუბაიში გამართულ ტურისტულ გამოფენას, საქართველოს მხრიდან ესწრებოდა 22 კომპანია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს.
23-ე საერთაშორისო გამოფენას 4 დღის განმავლობაში 27,138 სტუმარი ეწვია. მსოფლიოს 86 ქვეყნიდან „ATM 2016“-ზე წარმოდგენილი იყო 20 ათასამდე საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან, ტელე და რადიო ჟურნალისტებთან, პრესის წარმომადგენლებთან, ავიახაზების წარმომადგენლებთან და სერვისის მომწოდებლებთან.
„ATM2016“-ის (Arabian Travel Market) ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა თორნიკე ზირაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის პანელში განვითარებადი ტურისტული დანიშნულების ადგილების შესახებ (Emerging Markets – BBC World News Presenter talks to Iran, Azerbaijan and Georgia on Latest Inbound & Outbound Trends Impacting these Three Key Emerging Destinations).
ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. პანელის ფარგლებში შემდგარი დისკუსია შეეხო საქართვლოს ტურისტულ პოტენციალს, როგორც დასასვენებელი მიზნით ასევე, საქმიანი ტურიზმის (MICE) თვალსაზრისით. მონაწილეებმა და აუდიტორიამ გამოხატეს დაინტერესება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართულებით მზარდი ტენდენციის შესახებ და საქართველოში არსებული ტურისტული რესურსებისა და სხვა შესაძლებლობებთან დაკავშირებით.