ახალი ღვინის ფესტივალის პარალელურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ისრაელიდან პრესტური გამართა. ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა ჟურნალების, ელექტრონული გამოცემებისა და ბლოგების 10–მა წარმომადგენელმა მოინახულა საქართველო სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. სტუმრებს ღვინის ფესტივალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ფესტივალზე უცხოური მედიის წარმომადგენლებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ისრაელის პოპულარული გამოცემებისათვის სტატიებს მოამზადებენ.
ისრაელიდან სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. წელს იანვარ-აპრილის პერიოდში ისრაელიდან საქართველოს 11,124 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%–ით მეტია.