საქართველოს გიდების ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საქართველოს გიდების ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები გიდების სასერთიფიკატო გამოცდებს დაესწრებიან, რომელსაც საქართველოს გიდების ასოციაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ატარებს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ 13 გიდს სატრანსპორტო ტურის ფორმატში გამოცდა ჩაუტარდა.