სამედიცინო ტურიზმი GDS 2030
განახლებული ინფრასტრუქტურა და უნიკალური სამკურნალო წყლები. – რა პოტენციალი აქვს კურორტ წყალტუბოს და რა პერსპექტივები აქვს საქართველოში სამედიცინო ტურიზმს? 2030-ის სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი:
ქალბატონო რუსუდან, წყალტუბოს კურორტის უნიკალურობაზე არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებმაც და სპეციალისტებმა კიდევ უფრო უკეთ, თუმცა, საინტერესოა რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე თუნდაც ამ რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარება და კონკრეტულად წყალტუბოს განვითარება?
სამედიცინო ტურიზმი პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისთვის და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ხდება ამ მიმართულებით. დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ მსოფლიო ბანკის პროქეტის ფარგლებში დაახლოებით, 39 მილიონ ლარამდე იხარჯება სხვადასხვა სახის სამუშაოებიზე – იქნება ეს რეაბილიტაცია, პარკების აღდგენა, ცივის ტბა, ტურეისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ა.შ. რაც წყალტუბოში ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
რაც შეეხება სამედიცინო ტურიზმს, გარკვეული წინსვლაა ამ მიმართულებით, იხსნება ახალი სასტუმროები, მაგალითად შარშან გაიხსნა საკმაოდ მასშტაბური სასტუმრო. ამ ეტაპისთვის გვაქვს დაახლოებით 725 საწოლი ადგილია და სასტუმროების რაოდენობა იზრდება. ხდება იქ არსებული აბზანების რეაბილიტაციაც და განსაკუთრებული ინტერესია მეზობელი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანელი ვიზიტორები სტუმრობენ წყალტუბოს დიდი რაოდენობით, დიდი ინტერესია ასევე ყაზახეთიდან ევროპის ქვეყნებიდანაც იზრდება მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ჩატარდა განსაკუტრებით ბოლო პერიოდში, უფრო მეტად განსაზღვრავს ამ ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
თუ გაქვთ ინფორმაცია მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით სამუშაოები როდისთვის უნდა დასრულდეს?
მათი დიდი ნაწილი დასრულებულია, დანარჩენი სექტემბრის, შემოდგომის ბოლოსთვის დასრულებული იქნება ეს სამუშაეობი მთლაიანდ.
თქვენ ამუშავებთ ტურიზმის განვითარების სტრატეგიას. რამდენად არის გათვალისწინებული ამ სტრატეგიაში წყალტუბო?
ტურიზმის განვითარების სტრატეგია მეტწილად განსაზღვრას ამ სფეროს მიმართულებებს, იმ სტრატეგიულ ხედვებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
სტრატეგია მოიცავს 20-25 წლის პერიოდს და მას ახლავს სამოქმედო გეგმები. აქ განსაზღვრულია ტურიზმის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები – იქნება ეს სამკურნალო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო, კულტურული ტურიზმი და ა.შ. ასე რომ რა თქმა უნდა გათვალისწინებულია სამკურტნალო ტურიზმის განვითარების ნაწილში წყალტუბოსა და სხვა მსგავსი სარეკრეაციო კურორტების განვითარების სტრატეგიაც.
საინტერესოა რას აკეთებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუნდაც წყატუბოს პოპულარიზაციისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?
ჩვენთვის ჩვენი გამაჯანსაღებელი კურორტები მსგავსად სხვა ტურისტული ადგილებისა, განსაკუთრებული მნიშვნელობითაა ასახული ჩვენს საპრომოციო მასალებში იქნება ეს ვიდეო კლიპები, ბროშურები და ა.შ. ჩვენ წლის განმავლობაში 20 საერთაშორისო გამოფენაში ვმონაწილეობთ ევროპის ასევე აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სადაც აქტიურად ხდება ჩვენი პოტენციალის წარმოჩენა. არის ინტერესი სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებული დაინტერესება მეზობელი ქვეყნებიდანააა, ყაზახეთიდან, მათთვის სპეციალური შეთავაზებების მიწოდებაც ხდება, იქნება ეს გამაჯანსაღებელი კურორტები თუ სხვა მიმართულებები რაც მათ აინტერესებთ. გარდა ამისა, თემატური შეხვედრებია გამოფენების ფარგლებში დაინტერესებულ ტუროპერატორებთან, ვინც ამ მიმარტულებით მუშაობს.
გარდა ამისა, საქართველო მასპინძლობს პრეს და ინფოტურებს, დაახლოებით მაგალითად შარშან 300 ჟურნალისტამდე ვუმასპინძლეთ. მათ დაათვალიერეს მთელი საქართველო და თითოეული მათგანი აგზავნიდა მასალებს.
და ბოლო შეკითხვა, რამდენად აქვს საქართველოს ზოგადად სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივა?
საქართველოს ამ მიმართულებით აქვს და იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც ცვენ ქვეყანას გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ბიუჯეტი ამ მიმართულებით იზრდება, თქვენ ხედავთ სარეაბილიტაციო სამუშაოების მსოფლიო ბანკის დახმარებით, სახელმწიფო დაფინანსებაც არის გარკვეულწილად ჩადებული მისი განვითარებისთვის და ამიტომ ეს დაფინანსება რა თქმა უნდა წლიდან წლამდე იზრდება.
იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დავინახავთ ზრდას სამკურნალო ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების.
აქვე სტატისტიკაზე უნდა გკითხოთ, თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები, პირველ რიგში წყალტუბოსთან მიმართებაში მაინტერესებს, არის ტურისტების კლება თუ მატება?
რადგან სტატისტიკას შევეხეთ დავიწყებ ქვეყნის სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვით, მინდა გაგახაროთ, რომ მაისის თვეში ჩვენ ვიზიტორების 14.7%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურისტების 5%-იანი, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია, ბოლო პერიოდის კლების გათვალისწინებით. რაც შეეხება წყალტუბოს სტატისტიკას, დაახლეობით 100 000 საერთშორისო ვიზიოტრი სტუმრობს კურორტს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სასტუმროებიც ადასტურებენ.
საინტერესოა ტურიზმის ეროვნული სააგენტო როგორ ემზადება ზაფხულისთვის?
ჩვენ ზაფხულისთვის ძალიან აქტიურად ვემზადებით, ამისთვის საკმაოდ ადრე დავიჭირეთ თადარიგი, საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანია, აგრეთვე შიდა ტურიზმის წასახალისებლად ვუმასპინძლეთ პრეს და ინფო ტურებს, ახლა „ევრონიუსზეც” გადის საქართველოს რეკლამა და ველოდებით საკმაოდ დიდი მატებას საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაში.
გარდა ამისა, გვაქვს შიდა ტურიზმის წამახალისებელი ღონისძიებები, ჩვენი ახალი აქცია „აღმოაჩინე საქართველო”, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ქართველს ეწვიოს იმ ადგილს, რომელიც მას აქამდე არ უნახავს.
რახან ტურისტებზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა გკითხოთ სერვისთან დაკავშირებით, იქედან გამომდინარე, რომ მომხმარებლების, ტურისტების ძირითადი პრეტენზიები სწორედ სერვისს ეხება და აცხადებენ, რომ მომსახურება არ არის ფასის ადექვატური.
სერვისი რა თქმა უნდა მტკივნეული თემაა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მხრივ აქტიურ ზომებს იღებს. ჩვენ ვახორციელებთ ტრენინგებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, ვასწავლით მათ საჭირო უნარ-ჩვევებს, იქნება ეს მომსახურება თუ საწყისი ბუღალტერია თუ უცხო ენა. ანუ ყველა ის საჭირო უნარი, რაც მათ დაეხმარება ტურისტებთან ურთიერთობისას.