გურიაში, გომის მთაზე სამთო სათხილამურო კურორტი მოეწყობა. მთავრობა ინვესტორებს უკვე ეძებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება. რა მოცულობის ინვესტიციაა საჭირო ელექტრო ენერგიის გაყვანისა და გზების შეკეთებისთვის, ეს განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტზე მუშაობა წლის ბოლომდე დაიწყება.

<