საიმიჯო კლიპი საქართველოს შესახებ
მსოფლიომ და კონკრეტულად ტურისტებმა უკეთ რომ გაიცნონ საქართველო, ამისთვის საიმიჯო კლიპი მზად არის. აპრილიდან ევრონიუსის მაყურებელს ის ყოველდღიურად საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გააცნობს. მოგზაურობის მოყვარულებს ამ კლიპის მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. თბილისი, ზღვისა და მთის კურორტები, ისტორიული და კულტურული ძეგლები. სწორედ ასე იჭერს თადარიგს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულისთვის. გარდა ვიზუალური თვალსაჩინოებისა მიზნობრივ ქვეყნებში არაერთი სხვა აქტივობაც იგეგმება რომლებმაც ტურისტები უნდა მოიზიდოს. გიორგი ჩოგოვაძე: “არა მარტო ვიდეო რგოლით წარვდგებით ევროპის წინაშე, ასევე იქნება მოკლე გადაცემები საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონზე. და ასევე კიდევ უფრო მცირე კოლაჟები თბილისის ტურისტულ პოტენციალზე.”- აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
https://www.youtube.com/watch?v=NFf7h14FSgI