იაფი მოგზაურობა თბილისში
New York Times საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემის სამოგზაურო რუბრიკის ჟურნალისტი სეთ ქუგელი კახეთში მოგზაურობის შემდეგ მკითხველს თბილისისა და გუდაურის შესახებ უზიარებს შთაბეჭდილებებს: „როგორც ჩანს საქართველო ყველას უყვარს. სულ რომ არაფერი ვთქვათ ამ ხალხის შესახებ, ისედაც მოიხიბლებით კავკასიონის მთის სოფლებით, ღვინით, მწვადით, ნიგვზით, ბროწეულით და რა თქმა უნდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ყველასათვის საყვარელი აჭარული ხაჭაპურით. საქართველოში მოგზაურობის უმეტესობა თბილისიდან იწყება. ამერიკელი ტურისტებისათვის ეს ქალაქი ეგზოტიკურია, თუმცა ამვდროულად საკმაოდ ნაცნობიც. აქ ევროპულ ქუჩებსაც შეხვდებით, სადაც გაკვირვებული იკითხავთ თუ რა წერია ამ მშვენიერი ქართული ასოებით. საქართველოში ძირითადი რელიგია ქრისტიანულია, ქალები ეკლესიაში შესვლისას თავსაფრით იმოსებიან. განთავსება თბილისში მოგზაურობა შეიძლება იაფი ასევე ძვირი დაჯდეს. თუ თავისუფლების მოედანზე Courtyard Marriott-ში აპირებთ დარჩენას მაშინ ღამეში 200$-ის გახდა მოგიწევთ, მაგრამ ამავე მოედნის კუთხეში შეგიძლიათ იაფ ჰოსტელში გაათიოთ ღამე. მე აქვე ახლოს თინას სახლში დავრჩი, სადაც 70 ლარად ვიქირავე ოთახი, თანხაში საუზმეც შედიოდა. ნიუ-იორკში ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ თბილისში ტაქსი „სულელურად იაფია.“ მართლაც ძალიან იაფი ყოფილა. ძირითადად მეტროპოლიტენით ვმგზავრობდი, სულ რაღაც 50 თეთრად, მაგრამ ხანხადან ტაქსითაც დავდიოდი. ქალაქის ცენტრში მგზავრობა მაქსიმუმ 7 ლარი ღირდა, აეროპორტიდან ცენტრამდე კი სულ რაღაც 25 ლარი. ჭამა-სმა თბილისში ზოგიერთი რესტორანი ძვირია, მაგრამ კვების ობიექტების უმრავლესობა იაფია, აქ თქვენ გაეცნობით ქართულ სამზეულოს, დააგემოვნებთ როგორც ხორცეულს, ასევე ვეგეტარიულ კერძებს. 20 ლარად შეგიძლაით იქეიფოთ. პირად მე ერთ-ერთ რესტორანში გემრიელი ღორის ნეკნები აჯიკით 14 ლარი დამიჯდა, აჭარული ხაჭაპური კი 5 ლარი. ქვევრიდან ამოღებული ფიალა ღვინის ფასი ერთი ლარიდან იწყება. მეგობრის მეგობარმა ერთ-ერთ რესტორანში დამპატიჟა, აქ ორი ბოთლი ღვინო, ქართულ სტილში მომზადებული გემრიელი სოკოს კერძი, კალმახი, აჯაბსანდალი შევუკვეთეთ. კაცზე 60 ლარი გადავიხადეთ. მუზეუმები, მუსიკა და საყიდლები ეროვნული მუზეუმის დათვალიერება სულ რაღაც 5 ლარი ღირს. აქ არქეოლოგიის ნამდვილ საგანძურს აღმოაჩენთ, პრექრისტიანული ხანის დახვეწილ ოქროს ნივთებს. აქვეა განთავსებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც მნახველს ემოციურ და შოკისმომგვრელ ისტორიულ გაკვეთილს სთავაზობს. თქვენ გაიგებთ, რომ 3 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ 1921 წელს ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს. მუზუმი არ დაგიტოვებთ შეკითხვებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ დღესაც ქართველებს რუსეთის მიმართ. საქართველოს რუკაზე სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლოა აღნიშნული წერია, რომ ოკუპაცია გრძელდება. ეროვნულთან შედარებით მოკრძალებულია თბილისის ისტორიის მუზეუმი. მისი დათვალირება 3 ლარი ღირს, აქ თქვენ მუსიკალური ინსტრუმენტების ძალიან საინტერესო კოლექციას იხილავთ. აქვეა ძველი თბილისის უბნების მაკეტი, ასევე ძველი საბეჭდი მანქანა, ქართული ასოებით. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ამ მანქანას უძველესი მაგიური სიტყვების დასაბეჭდად იყენებდნენ. ქართული ტრადიციული პოლიფონიური სიმღერები გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამსახურებულად არის შესული. ამ საგანძურს ქართული ღვინისგან განსხვავებით მუზეუმში უფასოდ შეგიძლიათ გაეცნოთ. ქართული ტრადიციული სიმღერების მოსმენა შესაძლებელია ეკლესიაში, სადაც მგალობელთა 4 კაციანი გუნდი მღერის. „შოპინგის“ დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ძველებური ნივთების ბაზრობაზე ნამდვილად გაერთობით, რას არ იპოვით მშრალ ხიდზე მდებარე ბაზრობაზე. მე აქ აღმოვაჩინე Beatles-ის Rolling Stones-ის Louis Armstrong-ის ალბომების რუსული ვერსიები. ფასი 5-და 15-ლარამდე მერყეობს. სრიალი ალპებში მდებარე კურორტების „après-ski“ ზარები და სასტვენი შეიძლება მოგენატროთ, მაგრამ თბილისიდან 75 მილში მდებარე გუდაურში მოხვედრა ძალიან ადვილია. აქ მინიმუმ ერთ დღეს კარგად გაატარებთ. პეიზაჟი საოცარია, მაგრამ ეს მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რადგან ჩემი მოგზაურობისას თოვდა და ირგვლივ ყველაფერი გათეთრებული იყო. გუდაურში მგზავრობა ძალიან იაფია. თბილისიდან ზამთრის კურორტამდე სულ რაღაც 7 ლარად იმგზავრებთ. სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობის ქირაობა 25 ლარი ღირს. მთელი დღე საბაგირო ბილეთის ფასი 30 ლარია. გუდაურში თავი მსუბუქი საკვებით და ჩურჩხელით გავიტანე. მთელი დღე სულ 75 ლარი დამიჯდა.„ -წერს სეთ ქუგელი.