2016 წლის თებერვლის თვის მონაცემებით საქართველოს 360,402 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,9%-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 19%-ით არის გაზრდილი წინა წლის თებერვალი შედარებით.
2016 წლის თებერვალს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+41.9%), თურქეთიდან (+12.2%), სომხეთიდან (+7.5%) , რუსეთიდან (+29.2%) და უკრაინიდან (+23.5%) განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ინდოეთიდან (+507%),ფილიპინებიდან (+474.8%), ირანიდან (+80.1%), ბელარუსიიდან (+30.3%) და ამერიკის შეერთებული შტატები (+20.5%).

საერთაშორიო მოგზაურთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ:
„ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიურად იზრდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ვიზიტების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის.“