საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რუსი ჟურნალისტები გადაცემას ამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთიდან საქართველოს ტელეკომპანია „მამას“ 7 კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია. საოჯახო გადაცემის ჟურნალისტები 20 წუთიან სამ სიუჟეტს ამზადებენ: თბილისის, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ქართული არქიტექტურის შესახებ. პრესტურის ფარგლებში ტურის მონაწილეები ეწვივნენ ყაზბეგს, ანანურს, ბორჯომს, წაღვერს, ვარძიას, ბაკურიანს, თბილისისა და მცხეთის ისტორიულ უბნებს. ტელეკომპანია მამას რუსეთსა და დესეთს სივრცეში 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. რუსეთის ფედერაციიდან 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 87 388 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8%-ით მეტია.