საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან მამუკა ბერძენიშვილთან ერთად ბათუმის მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა და სეზონის სამზადისით დაინტერესდა. სასტუმრეობის გარდა გიორგი ჩოგოვაძე ახალ საინფორმაციო ცენტრებსაც ეწვია.
2015 წლის სეზონს აჭარა ახალი ტურისტული ობიექტებით ხვდება. უახლოეს მომავალში რეგიონში რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება. ჯამში – 2015 წელს აჭარის განთავსების ობიექტებს 819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე განთავსების ადგილს მოიცავს. იზრდება საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც. თვის ბოლოდან კი აჭარაში ჩასულ მგზავრებს ახალი რკინიზსის სადგური ,,ბათუმი ცენტრალი“ მოემსახურება.