პრესტური სამხრეთ კორეიდან
სამხრეთ კორეის უმსხვილესი ჟურნალ-გაზეთები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამხრეთ კორეელი ჟურნალისტებისათვის საქართველოში პრესტური გაიმართა. ჯგუფის წევრები კახეთს, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს ესტუმრნენ, ჟურნალისტებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. პრესტურის ფარგლებში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ სამხრეთ კორეის ყველაზე მაღალრეიტინგული გამომცემლობის “SisaIn“-ის ჟურნალისტები. “SisaIn“, 2007 წლიდან ყველაზე დიდი ტირაჟით გამოიცემა ქვეყნის მასშტაბით. ჟურნალი კვირაში ერთხელ გამოდის და პოპულარულია სოციალურ მედიაში. კორეელი ჟურნალისტები სტატიებს საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ მოამზადებენ.