ისრაელის წამყვანი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეცნობიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 8 ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის პრესტური მოეწყო. ისრაელის მედიასაშუალებების წარმომადგნელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერეს, ჟურნალისტებმა მოინახულეს თბილისის, სიღნაღის, ყვარლის, ბორჯომის ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს და ფოტორეპორტაჟებს მოამზადებენ. ისრაელი მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის. მარტის თვის სტატისტიკური მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოს 182%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ისრაელიდან იზრდება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიებმა „ისრეარმა“ და „არკიამ“ თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდეს. რეისების დამატება იგეგმება ზაფხულის სეზონზეც.