მე–17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ მე–11 პავილიონში 2015 წლის 16-18 აპრილს. გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ წინასწარ დაგეგმონ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.
50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 150-მდე ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები.
წარმოდგენილი ქვეყნები:
საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.
გამოფენისა და ფესტივალის მონაწილეები:
საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, ტურ ოპერატორები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული აღჭურვილობა, სათავგადასავლო და ეკო ტურები, ავიაბილეთები, სატრანსპორტო კომპანიები, საქმიანი ტურიზმი, დაზღვევა, საკონსულტაციო მომსახურება, განათლება.
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 16 აპრილი 11:00


გამოფენის სამუშაო საათები: 16-17 აპრილი 11:00-18:30 / 18 აპრილი 11:00-16:00