საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე–11 პავილიონში მე–17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი იმართება, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ წინასწარ დაგეგმონ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.
მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 150-მდე ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები. გამოფენა 18 აპრილამდე გაგრძელდება.
გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია.“
მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, თბილისის მერია, საქართველო–ირანის სავაჭრო–სამრეწველო პალატა.
წარმოდგენილი ქვეყნები:
საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.

https://www.youtube.com/watch?v=UfSM77CFXew&feature=youtu.be