ორმხრივი მანათობელი ბილბორდები ტურისტებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისში სხვადასხვა სკვერებსა თუ მოედნებში 18 ლაით ბოქსი დაამონტაჟა. ბანერებზე ერთი მხრიდან დატანილია ქალაქის რუკა და მეორე მხრიდან ძველი თბილისის საარქივო ფოტოსურათები.