თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო ტურიზმის კონფერენცია “თბილისი – შეხვედრების ადგილი” გახსნა. კონფერენცია მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, დიპლომატიური კორპუსისა და თბილისის დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების – ლვოვის, მინსკის, ხარკოვის, ლუბლინის, ერევნისა და ასტანას წარმომადგენლებმა მიიღეს.