ინფოტური რუსეთიდან
რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს რუსეთის ფედერაციიდან 16 ტუროპერატორი და მედიის 13 წარმომადგენელი ეწვია. 4 დღის განმავლობაში რუსეთის უმსხვილესმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, მაღალრეიტინგული ჟურნალ-გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და რედაქტორებმა თბილისის ისტორიული უბნები, მცხეთა, გუდაური და კახეთის რეგიონი დაათვალიერეს. ტურის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი სამთო კურორტებზე გაკეთდა. საინფორმაციო ტურის წარმომადგენელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის საკითხები განიხილეს.