ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოსცა. ახალ სახელმძღვანელოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მომავალი სემესტრიდან შეიტანენ. სტუდენტებთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
სახელმძღვანელო ყველასათვის უფასოა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე კი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია არის ხელმისაწვდომი: http://gnta.ge/
„სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ წარმოადგენს პირველ გამოცემას და გამოსადეგია საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვით დაინტერესებული როგორც დამწყები, ასევე უკვე დაფუძნებული კომპანიებისთვის.