ევროკავშირის ქვეყნებიდან 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 210,194 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია. ზრდის კუთხით იანვარ-სექტემბერში გამოირჩეოდნენ ევროკავშირის შემდეგი ქვეყნები: ლატვია +26%, დანია +20%, ჩეხეთი +16%, ლიტვა +9%, იტალია +9%, საფრანგეთი +7% და გერმანია +6%.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეს ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 32,861 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.3%-ით მეტია. მათ შორის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ავსტრია +79%, გერმანია +22%, ლატვია +22%, ლიტვა +21% და საფრანგეთი +21%.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე