ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კერძო სექტორის, კონკრეტულად კი სასტუმროებისა და ტურისტული და ავია კომპანიების 300-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ მოქალაქეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და 9 თვე შეაჯამა.
2016 წლის იანვარ – სექტმბერში ტურისტთა რაოდენობა 19,5 % -ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8,6 % ით გაიზარდა. ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4, 879, 031 შეადგინა, რაც 384,690 ით მეტია წლინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მომართულებიდანაც, მათ შრის ლატვია (+26%), გერმანია (+6%), ლიტვა (+9%).
2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 876,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,ზრდა (+13,2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინუგლ აქტივობებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 15,720,000 ლარი დახარჯა. მომზადდა 300 სტატია, ბლოგ- პოსტი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო მედიაში. საქართველოს, ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრობდა 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ტუროპერატორი. მონაწილეობა მივიღეთ 15 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში.
მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს უკვე ტურიზმის ბიზნესში ჩართული საქართველოს 800 მოქალაქე გადაამზადა. ტრენინგები სასტუმროს საქმეს და მოსმახურების უნარ- ჩვევებს, საგადასახადო კოდექსს, საბაზისო ინგილუსრ ენას და სამთო გამყოლის კურსებს ეხებოდა.
გრძელდება შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით კამპანია ,,გაიცანი საქართველოც“. მარტო 2016 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( კახეთი, გურია, აჭარა, რაჭა, სამეგრელო, სამცხე- ჯავახეთი, მცხეთა მთიანეთი) 8 პრეს ტური ჩატარდა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს 184 ჟურნალისტი გაეცნო.