დასუფთავების აქცია ბათუმის აეროპორტთან
ბათუმში, აეროპორტთან ახლოს სანაპირო ზოლი ნაგვისგან გაიწმინდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კომპანია „ჯეოსელი“-ს თანამშრომლებმა ახალბულვართან მდებარე პლაჟი დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.
კომპანია „ჯეოსელ“-მა სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, მოგზაურობისას მონიშნოს ტურისტულ ადგილებში დანაგვიანებული ადგილები და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გაუზიაროს სხვებს. ერთ სივრცეში თავმოყრილი ასეთი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ყველა მსურველს ჩაერთოს ქვეყნის მოვლაში და ეტაპობრივად დასუფთავდეს დანაგვიანებული ადგილები. პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოების თითოეულ წევრის ჩართულობას და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას.