საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) ხელშეწყობის მიზნით რიგის საკონვენციო ბიურომ პრეზენტაცია მოაწყო. სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საონვენციო ბიუროს ორგანიზებით, რიგის საკონვენციო ბიუროს ხელმძღვანელი აიგარ სმილტანსი სასტუმროებისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. რიგის საკონვენციო ბიუროს ხელმძღვანელმა საქმიანი ტურიზმის, ტენდენციებისა და რიგის საკონვენცო ბიუროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო ბიურო ჩამოაყალიბა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების ჩატარებას.