გუდაურში ველომარათონი გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გუდაურში ველომარათონი გაიმართა. ტურნირში 20 მოყვარული ველომრბოლელი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა ველომრბოლელმა სიგელი მიიღო.
ღონისძიების მთავარი მიზანი კურორტზე შექმნილი ტურისტული პროდუქტის – ველო პარკის პოპულარიზაციაა, რომელიც რეგიონში სეზონურობის გაზრდას და ზაფხულის სეზონზე დამატებითი აქტივობის შექმნას ემსახურება. ველოპარკი გუდაურში 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. მისი სიგრძე 4790 მეტრია.
ველომარათონის სპონსორია სპორტული მაღაზია Cube.