ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტები გააცნო. საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: თანამშრომლობა MICE & More და HQ Magazine -თან; IBTM Arabia, IBTM & IMEX შემდეგი წლის ფორმატები; მონაწილეობა European Congress -სა და ACTE B2B Conference-ზე; ასევე Career Fair-ის ჩატარების ინიციატივა.