გიორგი ჩოგოვაძე სტუმრად გადაცემაში “საქმიანი დილა”
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით აქტიურ კამპანიას იწყებს. შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით ღონისძიებებში ცნობილი სახეები ჩაერთვებიან, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, რომ მოგზაურობა საკუთარი ქვეყნიდან დაიწყონ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ეწვიონ.