ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში „madame lefigaro“-ს, „Le Point“-ის „IDEAT“-ის, „The Good Life“-სა და „GALA“-ს ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. პრესტური 28 მაისს დაიწყო და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფრანგული მედიის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, ბორჯომი და გორი. ჟურნალისტები დაათვალიერებენ ბათუმსაც.
ფრანგი ჟურნალიტები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ, სადაც სამეგრელოს მთავართა-დადიანების სასახლიდან გადმოტანილი უნიკალური საგანძურის გამოფენა დაათვალიერეს, მათ შორის ნაპოლეონ I-ის ბრინჯაოს ნიღაბი.
პრესტურის ფარგლებში ძირითადი აქცენტი კულტურულ ტურიზმზე გაკეთდება,ასევე ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ საქართველოს თანამედროვე არქიტექტურის შესახებ.