კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მორიგი პრესტური მცხეთა-მთიანეთის მხარეში მოაწყო. ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალების 10-ზე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ჟურნალისტებმა ხერთვისის ციხე, კლდის კოშკები, ყელის ციხე, მილახვრიანკარი და ანანური მოინახულეს. მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ ჟინვალის წყალსაცავს, სადაც მე-12 საუკუნის ტაძარი წელიწადში 6 თვით წყალქვეშ ექცევა. ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ 32 წელია მოქცეული.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.