კახეთის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში მედია ტურში 20-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა. ორდღიანი ტურის ფარგლებში მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ველისციხეში კი ეთნოგრაფიული მარანი „ნუმისი“ დაათვალიერეს, სადაც მედიის წარმომადგენლებისათვის ღვინის დეგუსტაცია, პურის ცხობაში კი მასტერკლასები გაიმართა. პრესტურის ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი ჩატარდა. ჟურნალისტები ეწვივნენ ღვინის სახლს და ყველის ქარხანას.
პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა სიღნაღში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის დაათვალიერეს, ესტუმრნენ სიღნაღის ეთნოგრაფიულ პარკს სადაც ღვინო დააგემოვნეს და პურის ცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში მიიღეს მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი ”გაიცანი საქართველო”მეორე წელია გრძელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა.