სამოგზაურო ინტერნეტჟურნალი waveuptravel საქართველოს შესახებ ფოტორეპორტაჟს ამზადებს. ავტორი ალიონა პეტროსიაკი თბილისს აღწერს და ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.
„თბილისში ჩამოსვლისას ვერც კი წარმოიდგენთ რა გელოდებათ. ქალაქი სიძველის და თანამედროვეობის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის საოცარ ნაზავს წარმოადგენს.ძველი თბილისის ქუჩებში ყოველ სახლს საუკუნოვანი ისტორია აქვს. თვალის ერთი შევლებით მყისიერად სპარსულ, ბიზანტიურ და ოსმალურ სივრცეში აღმოჩნდებით. ეს ქალაქი 29 ჯერ გაანადგურეს და 29ჯერვე აღადგინეს. თბილისში შენარჩუნებულია მრავალფეროვანი ისტორიის თითოეული შტრიხი და დღესაც შემონახულია ის შარმი, რაც ამ ქალაქს ყოველთვის ჰქონდა.“