გავლენიანი ამერიკული გამოცემა Bloomberg მკითხველს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. Bloomberg Business-ის მიმომხილველი
ელინ მიკკოი სიცილიის, კალიფორნიის, ვირჯინიის და მსოფლიოს სხვა ცნობილი ღვინის კუთხეებს შორის საქართველოსაც ასახელებს.
„ყოველთვის ახალი ღვინის აღმოჩენას ვცდილობ, მუდამ ვეძებ ყურძნის ახალ ჯიშებს, ახალ მარნებს, ღვინის ახალ მწარმოებლებს.
საქართველო ქვევრის ქვეყანაა. ქვევრი მუცლისფორმის თიხის ჭურჭელია, რომელიც მიწაშია მოთავებული და მასში ტრადიციული მეთოდით სითხის ფერმენტაცია ხდება. საქართველოში დაახლოებით 500 ვაზის ჯიშია, ღვინისწარმოების 8 000 წლოვანმა ისტორიამ წითელ და თეთრ ღვინოს გამორჩეული კულტურული მიმზიდველობა შესძინა.
7 წლიანმა რუსულმა ემბარგომ ქართველ ღვინის მწარმოებლებს ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, სხვა ქვეყნებში კი ექსპორტის გაზრდა აიძულა. დღეს ქართული ღვინო აღორძინების გზაზეა. 15 მნიშვნელოვან სახეობას შორის გასაკუთრებით გამორჩეულია საფერავი და რქაწითელი და მწვანეა, რომლებსაც გლობალური პოტენციალი აქვთ.“