ტურიზმის 2018 წლის მარტის თვის სტატისტიკა

 

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მარტის თვეში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.

 

ქვეყანა 2017 იანვარი – მარტი 2018 იანვარი – მარტი ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 368,107 353,932 -14,175 -3.9%
2 სომხეთი 264,070 305,789 41,719 15.8%
3 თურქეთი 236,473 287,914 51,441 21.8%
4 რუსეთი 185,723 233,100 47,377 25.5%
5 ირანი 55,564 91,094 35,530 63.9%
6 უკრაინა 33,744 34,308 564 1.7%
7 ინდოეთი 11,860 16,924 5,064 42.7%
8 ისრაელი 8,232 14,561 6,329 76.9%
9 ყაზახეთი 7,534 8,674 1,140 15.%
10 გერმანია 5,854 7,442 1,588 27.1%

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 131 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 216,781-ს შეადგენს. 5,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში 187,460 (მთლიანი ზრდის 86.5%).

ქვეყანა 2018 იანვარი – მარტი: ზრდა

2018 იანვარი – მარტი: წილი მთლიან ზრდაში (%)

თურქეთი

51,441

23.7%

 

რუსეთი

47,377

21.9%

 

სომხეთი

41,719

19.2%

 

ირანი

35,530

16.4%

 

ისრაელი

6,329

2.9%

 

ინდოეთი

5,064

2.3%

 

სხვა

29,321

13.5%

 

რაც შეეხება, მიმდინარე წლის მარტის თვეს, საქართველოს 578,514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.2%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 292,017 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა (ზრდა +33%).

2018 წლის მარტის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-8.7%), სომხეთიდან (+3.5%), თურქეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+36.9%) და ირანიდან (+46.2%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35%, საფრანგეთი +25% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43%, აშშ +35% და სხვა.

2018 წლის მარტის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 114 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 83,154-ს შეადგენს. 2,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 69,173-ია (მთლიანი ზრდის 83.2%).

 

ქვეყანა

2018: მარტი ზრდა 2018: მარტი წილი მთლიან ზრდაში (%)
 

რუსეთი

24,689

29.7%

 

ირანი

18,595

22.4%

 

თურქეთი

15,585

18.7%

 

ისრაელი

3,862

4.6%

 

სომხეთი

3,656

4.4%

 

ინდოეთი

2,786

3.4%

სხვა

13,981

16.8%

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.

დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X