ჯომარდობა მცხეთაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ჯომარდობა გაიმართა. შეჯიბრებაში 200-მდე ექსტრემალური სპორტის მოყვარული მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ სტუდენტები და მობილური გიდები. 26 გუნდად დაყოფილმა მონაწილებმა ნავებით მდინარე მტკვარზე, 200 მეტრიანი მონაკვეთი დაფარეს. გამარჯვებული საუკეთესო დროის მაჩვენებლის მიხედვით გამოვლინდა. საუკეთესო ექვსეულში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელი, თეა ჩანჩიბაძე მოხვდა.
ჯომარდობის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები გაიმართა: დართსი, ფრიზბი, ტრეისერელების შოუ, ველო წარმოდგენა, ბადმინტონი და ფრენბურთი. სპორტული აქტივობები ელექტრონული მუსიკით დიჯეი რემბომ გააფორმა. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.