ტურიზმის ადმინისტრაცია ცნობილ ავსტრიელ იუთუბერს მასპინძლობს.
იუთუბერი – ლუკას განგენმიულერი გადამღები ჯგუფის ორ წევრთან ერთად მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ზუგდიდსა და მარტვილს, რის შედეგადაც მომზადდება ვიდეო მასალა ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ. ლუკას განგენმიულერი იუთუბზე 400 000-მდე გამომწერი ყავს.
„სულ რამდენიმე საათია საქართველოში ვარ და და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ესეთი ადგილი სხვაგან არ არსებობს. დროის ასეთ მოკლე პერიოდში ჩვენ უცბად შევიგრძენით აქაური კულტურა, თითქოს აქაურ ხალხს დიდი ხანია ვიცნობთ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თქვენი სტუმართმასპინძლობა უნიკალურია. კეთლგანწყობილი ხალხი, საოცარი გასტრონომია, ქართული ლუდი საოცარი ჭაჭა. დარწმუნებული ვარ, საოცარი დღეები და ბევრი თავგადასავალი გველის. ვფიქრობ ყველა უნდა ეწვიოს საქართველოს და უნდა შეიგრძნოს ეს გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ და აუცილებლად გასინჯოს ქართული სამზარეულო. „ – აცხადებს ცნობილი იუთუბერი ლუკას განგენმიულერი .