საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა

 

საქართველო მსოფლიოს ათ უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა. მოგზაურებისათვის პოპულარული საიტის, See.place-ის მიხედვით, იაპონიის, ტაივანის, ჰონგკონგის, სამხრეთ კორეის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, მალტისა და ლუქსემბურგის შემდეგ საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. საქართველოს შემდეგ პოზიციებზეა ბაჰრეინი და სინგაპური. See.place მონაცემებით, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება ძალიან დაბალია, სწორედ ამ კრიტერიუმით მოხვდა საქართველო ტოპ-ათეულში. See.place -ის მიხედვით, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველო მრავალფეროვნებით და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა ტურისტებს შავი ზღვის სანაპიროს, სამკურნალო კლიმატს, ეროვნულ პარკებს, კავკასიონის ქედებს, მინერალურ წყლებს და უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს. საქართველოში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ეს ქვეყანა გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით. საქართველოს შესახებ See.place ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქითაც აქვეყნებს. See.place ფეისბუქზე 1 400 000 მდე მოწონება აქვს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X