Information centre in Patardzeuliსაინფორმაციო ცენტრი პატარძეულში

 

In the nearest future another tourist information centre will be opened in Kakheti. In the village Patardzeuli, near Sagarejo, the Deputy Head of the Georgian National Tourism Administration (GNTA) Rusudan Mamatsashvili and the founder of the Company “Kakhetian traditional wine-making” Zurab Chkhaidze observed the territory and the building where the centre will soon operate. Tourists visiting the information centre will have a possibility to obtain exhaustive information on tourism destinations and places of interest within Georgia that will assist them in planning particular tours. Information centre is already equipped with tourist booklets and maps; centre will serve tourists for free. Near the information centre the tourists will have a possibility to try wine of “Kakhetian traditional wine-making”. At present 21 tourism information centres operate on the scale of Georgia.

უახლოეს მომავალში კახეთში კიდევ ერთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. საგარეჯოსთან ახლოს, სოფელ პატარძეულში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა და კომპანია „კახური ტრადიციული მევენახეობის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ ის ტერიტორია და შენობა დაათვალიერეს, სადაც მალე ცენტრი ამოქმედდება. საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებათ. საინფორმაციო ცენტრი უკვე აღიჭურვა ტურისტული ბროშურებითა და რუკებით, ცენტრი ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. საინფორმაციო ცენტრის გვერდით ტურისტების საშუალება ექნებათ „კახური ტრადიციული მევენახეობის“ ღვინო დააგემოვნონ. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ტურიზმის 21 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X