image

2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 4,690.2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ასევე ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა. 

2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით); ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან (15.6%-ით), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით), საუდის არაბეთიდან (15.8%-ით), სომხეთიდან (7.7%-ით) და სხვა ქვეყნებიდან.

2025 წელს მოგზაურობიდან შემოსულ შემოსავლებში გამოირჩევა მიმართულებები:  ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო (660.4 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 14.1%) თურქეთი (605.9 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.9%), ისრაელი (586.3 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.5%) და სხვ.

მსგავსი სიახლეები