image

იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და  3.6 მილიარდ აშშ. დოლარს გადააჭარბა

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოში 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 3,637,761,827 აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 5.1%-ით გადააჭარბა. (176 მლნ აშშ. დოლარი)

იანვარ-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტნეთიდან გაიზარდა 58.8 მლნ. აშშ. დოლარით, რაც 12.9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 515.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ისრაელიდან გაიზარდა 107.6 მლნ. აშშ. დოლარით,  რაც 33.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 430.1 მლნ. აშშ შეადგინა,

შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

აზერბაიჯანიდან გაიზარდა 41.8 მლნ. აშშ. დოლარით, რაც  32.8%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით  და 169 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,

საუდის არაბეთიდან გაიზარდა 16.6 მლნ. აშშ. დოლარით, რაც 15.3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 124.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მესამე კვარტალშიც.

2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში,  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ისტორიული, რეკორდული კვარტალური მაჩვენებელი დაფიქსირდა და  1.7 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის მესამე კვარტლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 6.6%-ით გადააჭარბა. (103 მლნ აშშ. დოლარი)

 

მსგავსი სიახლეები