საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

მედია ტური რაჭაში

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციასთან ერთად მედიის წარმომადგენლებს რაჭაში უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში გახსნილი ახალი სასტუმროები, ტურისტულად საინტერესო ადგილები და კულტურული ძეგლები დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ჯომარდობა, რაჭული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია.  პრესტურის მიზანია რაჭის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის  ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები