image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

გერმანიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. გერმანიის სამ ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მასშტაბურროუდშოუებზეგაეცნენ. ღონისძიებები ფრანკფურტში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პრეზენტაციებზე 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ გერმანელ კოლეგებთან  B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრები მოეწყოთ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„როუდშოუს“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.

გერმანიის ქალაქებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისროუდშოუებს“ 200-მდე გერმანელი ტუროპერატორი დაესწრო. გერმანული კომპანიები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღეს მიმართულებების, მათ შორის ზამთრის კურორტების შესახებ.

როუდშოუებისპარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება, რაც გარე და სატელევიზიო რეკლამას, სოციალურ ქსელებში კამპანიებსა და მედია ტურებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები