image

წელს პირველად  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი მზარეულები საფრანგეთის პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში  Ferrandi Paris  გადამზადდნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა. 

ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.

პროექტის ფარგლებში, 2 კვირის განმავლობაში, კონკურსის წესით შერჩეულმა 10-მა მოქმედმა მზარეულმა ინტენსიური სასერტიფიკატო კულინარიული სასწავლო კურსი გაიარა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.

პროექტი მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება.

წელსვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველმა 1000-მდე ადამიანმა გადამზადების კურსი გაიარა.  ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს:    საოჯახო სასტუმროს მართვა; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; გიდის პროფესიული უნარები, მარკეტინგი და გაყიდვები და ა.შ.

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება.

მსგავსი სიახლეები