საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენცნიო და საგამოფენო ბიურომ საფრანგეთში, ლიონში, საერთაშორისო „როუდშოუში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ტურიზმისა და ავიაციის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ Aviareps გამართა.
“როუდშოუს“ ფარგლებში, საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მოლაპარაკებები შედგა წამყვან კომპანიებთან, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
“როუდშოუს“ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან 80 ტუროპერატორი ესწრებოდა.